суббота, 26 апреля 2014 г.
2014 წლის 2 აპრილს შუაფხოს საჯარო სკოლის მეშვიდე კლასში
ჩატარდა სადემონსტრაციო გაკვეთილი ისტორიაში. ღონისძიება ჩაატარა
პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ პედაგოგმა დავით ჩივაძემ. გაკვეთილის თემა იყო "ჟანა დარკი-ასწლიანი ომის გმირი". სადემონსტარციო გაკვეთილი მიზანი იყო ახალი პედაგოგიური
მიდგომების პოპულარიზაცია , ცოდნის გაზიარება თანამშრომლებისათვის , ასევე საკუთარი
საქმიანობის ანალიზი, პროფესიული ხარვეზების აღმოჩენა და მათ აღმოფხვრაზე ზრუნვა.
ღონისძიებას დაესწრნენ შუაფხოს საჯარო სკოლის პედაგოგები.
გაკვეთილის გეგმა თანამედროვე პედაგოგიური მეთოდიკის შესაბამისად და დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით.
გაკვეთილის მსვლელობის პროცესში გამოყენებულ
იყო ინდივიდუალური, წყვილებში და ჯგუფური მუშაობა.
აქტივობების განხორციელების პროცესში მრავლად
იყო გამოყენებული თვალსაჩინოებები. გაკვეთილი გონებრივი იერიშით დაიწყო, შემდეგ მოსწავლეებმა ინდივიდუალურად დაამუშავეს ისტორიული
წყაროები და გააკეთეს პრეზენტაცია; შემდეგ მათ იხილეს პრეზენტაცია PowerPoint-ში; მოგვიანებით
ორ წყვილად გაიყვნენ და გაანალიზეს მიცემული დავალება; ბოლოს კი ჯგუფურად შეისწავლეს და შეაფასეს ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი
მასალები. დასკვნით ეტაპზე , მოსწავლეებმა შეავსეს გაკვეთილის მსვლელობის შეფასების სქემა, ხოლო პედაგოგებმა ფერად ფურცლებზე ჩამოაყალიბეს თავიანთი მოსაზრებები. დამსწრე
საზოგადოებამ გაკვეთილის დადებით მხარედ მიიჩნია აქტივობების მრავალფეროვნება , თვალსაჩინოებების
სიმრავლე, მოსწავლეების აქტიურობა საგაკვეთილო პროცესში. მათი შეხედულეით , უმჯობესია
სადემონსტრაციო გაკვეთილი მოიცავდეს ერთ საგაკვეთილო საათს, ასევე პედაგოგმა მეტი ყურადღება
უნდა მიაქციოს დროის მართვას. პედაგოგმა საკუთარი საქმიანობის დადებითი და უარყოფითი
მხარეები თვითშეფასების სქემით შეაფასა.